1710843355
1710849000
TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ. ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი.The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს. 11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტოს ავთენტიკურობაში რამდენიმე გამოცემამ შეიტანა ეჭვი.მოგვიანებით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.„როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
დედაქალაქი • 1710852982
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
სპორტი • 1710852780
„ნაპოლში“ საკადრო რევოლუცია იწყება, გუნდი ბევრ ფეხბურთელს შეელევა - იტალიური მედია
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ საკადრო რევოლუცია იგეგმება და მომავალ სეზონს გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს, ბევრი ფეხბურთელი კი გუნდს დატოვებს, მათ შორის იესპერ ლინდსტრომი, – ამის შესახებ გამოცემა Il Mattino-ს წერს.„გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. დე ლაურენტისი ზაფხულში ძველ შემადგენლობას რადიკალურად შეცვლის. თუმცა, რეალური პრობლემა ოსიმენის შემცვლელის პოვნა კი არ იქნება, არამედ მისი გაყიდვა. შესაძლოა, ამ ტრანსფერის ლოდინი აგვისტოს ბოლო დღეებამდე მოგვიხდეს.გასაშვებთა და წამსვლელთა სია ძალიან გრძელია. ასევე დილემაა, ფრანჩესკო კალცონა იქნება თუ არა მწვრთნელი. მიდიან ნათანი, მაძოკი, ხუან ჯესუსი, ოსტიგორი, კაიუსტე, ლინდსტრომი და ასე შემდეგ. თუმცა, თვეებია საჭირო იმის ზუსტად გასაგებად, რას გააკეთებს ზაფხულში ლაურენტისი“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.დანიელ შემტევ იესპერ ლინდსტრომზე აქცენტი შემთხვევით არ გაკეთებულა, რადგან გასულ ზაფხულში ის სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყო – ნეაპოლელებმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს.
საზოგადოება • 1710852577
გაიცანით, მოდელი და-ძმა იკა და მარიამ ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. ვრცლად ↓
მსოფლიო • 1710852487
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.„უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. უკრაინის გადარჩენა ბეწვის ხიდზეა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაც. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, რათა შევაჩეროთ პუტინის ბრძოლის კამპანია და უკრაინელი ხალხის რწმენის შენარჩუნება“, – განაცხადა ოსტინმა.თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას.„ჩვენ მტკიცე ვრჩებით უკრაინისთვის რესურსების მიწოდების კუთხით, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის აგრესიას“, – აღნიშნა ოსტინმა.
რჩევები • 1710851702
რატომ არის „3“ ურთიერთობების ჯადოსნური რიცხვი
რატომ არის „3“ ურთიერთობების ჯადოსნური რიცხვი:პირველი პაემნის შემდეგ, მამაკაცები სამი დღით იკარგებიან.დიახ, ეს მამაკაცების ძველი ოქროს წესია. ამის მიზეზი არავინ იცის, შეიძლება ცდილობს გაიგოს, რამდენად კარგი მოთმინება გაქვთ, ან რამდენად მოგეწონათ იგი, შესაძლოა, ცდილობს გაარკვიოს, როდის სცალია, რათა მეორე პაემანზე დაგპატიჟოთ.ამავე ოქროს წესის თანახმად, თუ მესამე პაემნის შემდეგ, სამ დღეზე მეტხანს არ გამოჩნდა, ნუ შეეხმიანებით. ის არ მოხვედრილა ავარიაში, ის არ არის ავად, ის არ არის დაკავებული - მას უბრალოდ მეოთხე პაემანი აღარ სურს.უნდა გქონდეთ თუ არა სექსი მესამე პაემანზე?ამ კითხვას თქვენს გარდა ვერავინ გიპასუხებს. თუმცა ამბობენ, რომ წყვილების უმეტესობას, პირველი სექსი მესამე პაემანზე აქვთ.დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი განსხვავებულია. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და მხოლოდ ასე მიიღეთ გადაწყვეტილება. სამი შეხვედრის შემდეგ, თქვენ ნამდვილად არ იცნობთ ერთმანეთს და არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე.სამი თვის შემდეგ, შეგიძლიათ, ის თქვენს მეგობრებს გააცნოთ.თუ სამ თვეს შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობთ, უკვე დაიწყეთ შეხვედრები საზოგადოებრივ ადგილებში და თამამად უწოდებთ მას „შეყვარებულს“, დროა მეგობრებსაც გააცნოთ.უფრო მეტიც, სასურველიც კია, რომ ის მეგობრებს წარუდგინოთ და გაარკვიოთ, რამდენად კარგად ეწყობიან ისინი ერთმანეთს.სამი წლის შემდეგ, დაქორწინება კარგი აზრია.თუ ურთიერთობა ჯანსაღი და თავსებადია, მაშინ, სამი წლის შემდეგ, თქვენ ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ. თუ თქვენს პარტნიორს არ აქვს დაქორწინების სურვილი, შესაძლოა, ერთად ცხოვრებაზე დაფიქრდეთ.სამი წლის განმავლობაში, წესით, ორივეს უნდა გაგერკვიათ, გსურთ თუ არა ერთად „დიდხანს და ბედნიერად“ ცხოვრება.