რუსმა ჯარისკაცებმა 8 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს

13:08 05-22-2019
102

დონბასში 8 უკრაინელი სამხედრო რუს ჯარისკაცებს ტყვედ ჩაუვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიასთან პატრულირებდნენ, რა დროსაც მარშრუტი აერიათ და რუსი ჯარისკაცების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. 

უკრაინის თავდაცვის უწყება ვერ ადასტურებს თუ რა ტერიტორიაზე იმყოფებიან ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები ამ დროისთვის.