ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ფაცაცია

ტაბლოიდი 1714036716

თიკა ფაცაცია მალდივებზე ისვენებს - ნახეთ ეგზოტიკური კადრები

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მეგობრებთან ერთად მალდივებზე ისვენებს.თიკა გამომწერებს მალდივების ეგზოტიკური სანაპიროებიდან კადრებს უზიარებს.თიკას ობიექტივში მოხვდნენ პატარა ზვიგენებიც.„ნაპირთან რა ხდება, თავისი პატარა ზვიგენებით“, – წერს თიკა.მისი სილამაზით აღფრთოვანებული გამომწერები ,,ინსტაგრამზე” კომლიმენტებს არ იშურებენ.„თიკა საუკეთესო ხარ ყველგან და ყოველთვის”. – წერენ თიკას გამომწერები.

D ვიტამინი

მეცნიერება 1714036675

ანელებს თუ არა D ვიტამინი დაბერების პროცესს - ახალი კვლევა

როგორ არის შესაძლებელი დაბერების შენელება ან სხეულის ბიოლოგიური საათის უკან გადაწევა ასაკის მატების მიუხედავად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ისეთი მარტივი შეიძლება იყოს, როგორც დღეში ერთი აბის დალევაა. დიდი ხანია, ამის საუკეთესო კანდიდატი არის ვიტამინი D, რადგან ის მნიშვნელოვანია კუნთებისა და ძვლების საშენად, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად დეგრადირდება და სუსტდება. როგორც კვლევები აჩვენებს, საკმარისი D ვიტამინის გარეშე იზრდება ასაკთან დაკავშირებული კუნთების დაკარგვისა და უკმარისობის რისკი.საინტერესოა, ანელებს თუ არა D ვიტამინის დანამატის მიღება ამ ტენდენციას? ან იქნებ საერთოდ ცვლის?რთული საკითხია, როგორიც თავად დაბერება. ახალ მიმოხილვაში, იტალიელმა მკვლევრებმა შეისწავლეს მტკიცებულებები, რათა შეეჯამებინათ ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ვიცით. დავიწყოთ იმით, თუ რას წარმოადგენს დაბერება ბიოლოგიურ დონეზე.დაბერების ნიშნები უჯრედულ ცვლილებათა გრძელ სიას ქმნის, რომელშიც შედის მოკლე ტელომერები, არასტაბილური გენები, მოლეკულური ნიშნები ჩვენს დნმ-ზე და ქრონიკული ანთება. თუმცა, როგორც პერუჯას უნივერსიტეტის გერიატრიის სპეციალისტი კარმელინდა რუჯიერო და მისი კოლეგები ახალ პუბლიკაციაში განმარტავენ, ეს დამახასიათებელი ნიშნები „წარმოუდგენლად კომპლექსური და ძლიერ ურთიერთდაკავშირებული“ პროცესებია, რომელთა დაფიქსირებაც არც ისეთი ადვილია, როგორც ფიზიკური სიძლიერისა და მობილობის ზოგადი შესუსტება. ეს ის პირველი კლინიკური ნიშნებია, რომლითაც ექიმები სიბერეს ცნობენ.უკვე ათწლეულებია, კლინიცისტები D ვიტამინის დანამატის მიღებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ოსტრეოპოზი აქვთ; ამავე დროს, ძვლების დაბზარვის პრევენციისთვის, რადგან D ვიტამინის ნაკლებობა სწორედ ამ დაავადებებთან არის დაკავშირებული.ლოგიკურია, რადგან D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის შეწოვაშიეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინი გარკვეულ საკვებშიგვხვდება, მხოლოდ კვების რაციონიდან მისი მიღება რთულია, თუკი საკმარის დროს არ ატარებთ მზის სინათლეზე.თუმცა, ახალი კლინიკური ცდები აჩვენებს იმასაც, რომ D ვიტამინის საკვები დანამატი აუცილებლად არ ნიშნავს ასაკთან დაკავშირებულ ძვლების დეგრადირებისა და დაბზარვის პრევენციას სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში. რუჯიერომ და მისმა კოლეგებმა მიმოიხილეს დაკვირვებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რომლებშიც ეძებდნენ D ვიტამინის პოტენციურ ეფექტებს დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე; შედეგად, დაადგინეს, რომ მტკიცებულებები თითქმის არაა. „ამ დრომდე, მტკიცებულებები მწირია და ძირითადად ეფუძნება პრეკლინიკურ მოდელებს“.ზოგიერთი კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ეპიგენეტიკურ დაბერებას ანელებს, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ნორმალური დონის მქონენი. D ვიტამინის მიღებამ ასევე შეიძლება შეამციროს დნმ-ის დაზიანება, მაგრამ როგორც ჩანს, გავლენა საერთოდ არ აქვს ტელომერების სიგრძეზე.ამას გარდა, ძალიან ცოტაა მტკიცებულება იმის შესახებ, რა დოზით ან რა ასაკში შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დანამატებს ეფექტი, რადგან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და შედეგებიც არეულია. ზოგი კვლევის თანახმად, D ვიტამინის კონკრეტული დოზის მიღება უსაფრთხო უნდა იყოს ზოგადად მოსახლეობისთვის, მაგრამ შეიძლება ასე არ იყოს ყველასთვის. როგორც კვლევები აჩვენებს, დიდი ოდენობით D ვიტამინის მიღება შეიძლება საზიანო იყოს. ამას გარდა, D ვიტამინის დანამატები შეიძლებარეაქციაში შევიდეს პაციენტისთვის გამოწერილ სხვა წამლებთან, მაგალითად, ქოლესტერინის დამწევ სტატინთან.მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას მისი დონის მომატება ლოგიკური ჩანს, ექსპერტები ამბობენ, რომ დანამატების სახით ბევრი ვიტამინის მოხმარება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. ამით ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან ისეთ სხვა რამეებზე, რასაც ისინი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად აკეთებდნენ, მაგალითად, დაბალანსებულ კვებაზე და სეირნობაზე.„მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დანამატების, როგორც ადამიანის დღეგრძელობის მხარდამჭერი სტრატეგიისადმი ინტერესი დიდია და ამას ზოგიერთი მტკიცებულებაც უჭერს მხარს, ზუსტი პასუხის დადგენისგან ჯერ შორს ვართ“, — წერენ მკვლევრები.წყარო

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1714036139

„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი“ - რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გუშინ პროექტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი!!!1. მაგიდის გამოტანის გამო კაჩაობა, ხეზე მიგაბამ და ქუჩური ბაზარი ძალიან უსიამოვნოდ აღვიქვი!2. ვიკიმ დააპროვოცირა, ააგდო ყველა, იცოდა, რომ ხალხი გაღიზიანებული იყო და მერე რომ დგას მშვიდად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრას “ბიჭებო, მე ვცადე მეხუმრა და ა.შ.) და კიდევ მიშოს ეუბნება პროვოკატორობო  3. მიშო უსაყვარლესი, ოჯახში გაზრდილი და არგუმენტებიც კარგად გაშალა. ხეზე მიგაბამო ორ მეტრიან, სპორტსმენ მიშოს რომ ეუბნებიან - გავიხიე სიცილით 4. შენ რა გელაპარაკო, კაცი არ გყავს დამალაპარაკე - 1998 წლის შემდეგ პირველად გავიგე ეს მიდგომა, ანუ ნინი ნივთია და მხოლოდ კაცს მოეკითხება ჭკუა? კაცი და ქალი რა შუაშია დიალოგში?  5. მაზანას ნერვებს ბრავო ნინისთან, არაა მარტივი)))და ბოლოს, ამ ეპოზოდით მიშო მესაყვარლა ძალიან, თუ არ წივის, არ იგინება, დედისტ***ს არ აგინებს და ბო*ებს არ ეძახის არავის - არ ნიშნავს, რომ პასიურია.გოგოები რა სიტყვებითაც ამკობდნენ ერთმანეთს და პირადი ცხოვრებით ცდილობდნენ დაკნინებას - ამაზე დაჟე კომენტარიც მიტყდება  მეტი სოლიდარობა და ემპათია, ძალიან ცუდი საყურებელია და არავის საქმე არაა ვის ვინ და რამდენი ჰყავდა!  თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?“

ვიქტორ ორბანი

პოლიტიკა 1714035052

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას - ვიქტორ ორბანი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებუნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დაკავება

სამართალი 1714034814

ევროპის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობის ფაქტზე საქართველოში ოთხი პირი დააკავეს

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს  პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით,  ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში,  შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და  ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის  სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ  ნიმუშებს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული  ჯგუფის წევრებს საფრანგეთის,  გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის,  ესტონეთის,  შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის  კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც  ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების  მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის  საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად  და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს.ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.