მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების დანამატი შესაძლოა, 405 ლარით გაიზარდოს

10:11 05-22-2019
15

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ემზარ კვიციანის კანონპროექტს მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

ემზარ კვიციანის ინიციატივის თანახმად, 2020 წლიდან მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული პედაგოგების ანაზღაურება დაახლოებით 65%-ით უნდა გაიზარდოს. კანონპროექტში ასევე საუბარია შშმ პირების მშობლების, ახალშობილების ოჯახების და პენსიონერთა ფინანსური დახმარებების გაორმაგების თაობაზე.

პედაგოგის და სპორტის მასწავლებლების საბაზო თანამდებობრივი სარგო სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 405 ლარს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კანონის თანახმად მასწავლებელს დანამატი ეძლევა საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35% ფარგლებში (სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 142 ლარს). კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება ხელფასის 100 % ანუ თვეში საშუალოდ 405 ლარის რაოდენობით. კანონპროექტით პედაგოგების დანამატი იზრდება 65%-ით, 263 ლარით – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ ემზარ კვიციანის ინიციატივას სხვა კომიტეტებიც დაეთანხმებიან და პარლამენტიც პლენარულ სესიაზე დაუჭერს მხარს, შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯები 5 869 200 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ კვიციანის კანონპროეტქის დამტკიცების შემთხვევაში მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პენსიონერს პენსიაზე დანამატი.