სელინ დიონმა „ტიტანიკის“ ლეგენდარული სცენა გააცოცხლა (ვიდეო)

18:46 05-21-2019
149

სელინ დიონმა ჯეიმს კორდენთან ერთად, „ტიტანიკის“ ლეგენდარული სცენა გააცოცხლა.

51 წლის მომღერალი, ბრიტანელი კომიკოსის გადაცემაში Carpool Karaoke-ში იყო სტუმრად.

გადაცემის ფორმატი ასეთია: ტელეწამყვანს ავტომობილში რომელიმე ცნობილი მომღერალი უზის და მასთან ერთად, ამავე მომღერლის სიმღერებს ასრულებს.

გადაცემის ბოლოს, ჯეიმს კორდენმა და სელინ დიონმა, „ტიტანიკის“ საუნდტრეკის My Heart Will Go On-ის შესრულება განსხვავებულ გარემოში გადაწყვიტეს. ისინი ლას-ვეგასის ერთ-ერთ გრანდიოზულ ფანტანთან დადგნენ და ჯეკის და როუზის ის სცენა გაიმეორეს, სადაც ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი, ტიტანიკის გემბანის კიდეზე დგანან.

სპეციალურად ამ ინსცენირებისთვის, პატარა ნავი გამოიყენეს, რომლის ფორმაც სწორედ ტიტანიკის გემბანს მიამსგავსეს. სელინ დიონს და ჯეიმს კორდენს კი იმავე შეფერილობის სამოსი ეცვათ, როგორიც ფილმის პერსონაჟებს - ჯეკსა და როუზს.