ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გვენეტაძე

პოლიტიკა 1713445001

რაც სხვისთვის მოინდომე იგივე დაგემართა, ოღონდაც აღმატებით ხარისხში, დაწყნარდი და ნუ იფხორები მარტის აბზუნებული კატასავით - ედიშერ გვენეტაძე ალეკო ელისაშვილს

„შენი სულიერი და ფიზიკური და-ძმები ნაცმოძრაობიდან ყიოდნენ და მარჯვენას გიქებდნენ მდინარაძეს რომ მიეპარე და დაარტყი! ახლა კი მოსთქვამენ, როგორ თუ დაუგრძელეს ვიღაც მოქალაქეებმა ჩვენს ფულის ნამეტნავად მოყვარულ ძმას ელისას, ისედაც საკმაოდ მოგრძო ცხვირ-პირიო“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ალეკო ელისაშვილის შესახებ.„ ალე ასე იცის საბოლო შედეგი ღომში ჩართული მარტვილის სულგუნივით ტყლარწვამ (წელვამ)!შენი სულიერი და ფიზიკური და-ძმები ნაცმოძრაობიდან ყიოდნენ და მარჯვენას გიქებდნენ მდინარაძეს რომ მიეპარე(აბა ვაჟკაცობა და პირდაპირი მისვლის შნო და კაცობა ვინ მოგცა?!) და დაარტყი!ახლა კი მოსთქვამენ, როგორ თუ დაუგრძელეს ვიღაც მოქალაქეებმა ჩვენს ფულის ნამეტნავად მოყვარულ ძმას ელისას, ისედაც საკმაოდ მოგრძო ცხვირ-პირიო!ამიტომაც პატივცემულო "მოქალაქეთა ბელადო" სკოლაში თუ ყოფილხარ იქ ასწავლიან ცხონებული ინგლისელი გენიოსის ნიუტონის მესამე კანონს F=- F!ანუ რაც სხვისთვის მოინდომე იგივე დაგემართა, შენ ოღონდაც აღმატებით ხარისხში!ელისა მართალია აპრილია, მაგრამ ძველი სტილით მარტია, ამიტომაც დაწყნარდი და ნუ იფხორები მარტის აბზუნებული კატასავით!თორემ ვინძლო ვინმეს ისევ არ გადაეყარო ...“ , - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში

კადრე

საზოგადოება 1713443774

“მივდიოდით და უცებ დავინახეთ მეწყერი წამოვიდა… ორმა მანქანამ გაასწრო ...” - კადრები სვანეთიდან

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა."მივდიოდით, ორმა მანქანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა. სამაშველოში დავრეკეთ და ველოდებით", - ამბობს ლაშა არაბული. 

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

საზოგადოება 1713443165

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართელოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება.დღეს ამის დრო არ არის! თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას, კეთილდღეობასა და მომავალს, მხოლოდ ემოციების აყოლა და რაციონალურობის დაკარგვამ კი, შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს. დღეს სწორედ ჩვენი თაობაა ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და თუკი არ გვურს ჩვენი წინაპრების ნაშენები კედელი ჩამოიშალოს და მომავალ თაობებეს თვალი ვერ გავუსწუროთ, უნდა გავიაზროთ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია.ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ერთიან, მტკიცედ მდგარ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა, ვინც მის ხელყოფას შეეცდება. მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ სიმშვიდე და მშვიდობა, რაც კეთილდღეობის, განვითარების, ფეხზე მყარად დგომის, ნათელი მომავლისა და გაერთიანებული საქართველოს საწინდარია.დღეს, თუკი გვსურს საკუთარი ბედი და მომავალი თავად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავამყაროთ, მალე დავიბრუნოთ დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში არა საკუთარი ინტერესების დაზიანების, დაპირისპირებისა და არეულობის, არამედ განვითარების, ერთიანობისა და მშვიდობის დროა!“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ანა შელია

ტაბლოიდი 1713441840

„ეს არის გენეტიკის ძალა...“ - მოდელი ანა შელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მოდელი, ანა შელია, სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი დადებითი კომენტარი აქვს. „აი ეს არის გენეტიკის ძალა“. „ულამაზესები ხართ“,- წერენ კომენტარებში. 

ზივზივაძის მამა

საზოგადოება 1713441242

„ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი“ - რას ჰყვება ბუდუ ზივზივაძის მამა შვილზე

გამარჯვება, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მთელ ქვეყანას უდიდესი ზეიმის მიზეზი მისცა, ალბათ, დაუვიწყარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრი ადამიანის შრომის შდეგია, თუმცა, ამ დღეს განსაკუთრებული გმირები ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. ბუდუს ცხოვრების შესახებ მისი მამა – ბატონი კახა „თბილისელებთან“ საუბრობს.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:კახა ზივზივაძე: პირველ რიგში, ეს გუნდის გამარჯვებაა, თითოეული ფეხბურთელის. მათ სამწვრთნელო შტაბთან, ექიმებთან, საერთოდ – მთელ ფედერაციასთან და საქართველოსთან ერთად შეძლეს ამ გამარჯვების მიღწევა. მთელმა ქვეყანამ ისეთი მუხტი მისცა ბიჭებს, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო – ერი გამარჯვებას ელოდა. ეს უდიდესი სიხარულია და მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერი ვართ იმის გამო, რომ ჩვენმა შვილმა ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა.– როგორი შვილია, როგორი მეუღლე და როგორი მამაა?– ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს. გვეუბნება ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდაო და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი.ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია. მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ.