რუსეთმა თბილისელ „კანონიერ ქურდზე" საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

18:23 05-20-2019
299

მოსკოვის სასამართლომ თბილისელი „კანონიერი ქურდის", რევაზ კახმაზოვის დაპატიმრების ბრძანება გამოსცა, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე კახმაზოვი რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.

რუსი სამარტრალდამცავების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სხვა სახელი და გვარით ალბანეთში გაემგზავრა, რომლის მოქალაქეობაც ცოტა ხნის წინ მიიღო. 

რევაზ კახმაზოვს გამოძიება გამოძალვას და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავება. საქმეში ათობით დაზარალებული ფიგურირებს. 

44 წლის რევაზ კახმაზოვი წარმოშობით თბილისიდან გახლავთ. მას კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის" სახელით იცნობენ.