ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714056093

გია აბაშიძე - თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი

 თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება. მისივე თქმით, ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახვეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს.„თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. ამასთან, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება. ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახვეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს. ამ ყველაფრის უგულებელყოფა კი ძალიან შორსაა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობებისგან“, წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლიტიკა 1714056018

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება - ილია დარჩიაშვილი

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.„სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.ევროპარლამენტმა დღეს რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

ემანუელ მაკრონი

პოლიტიკა 1714055268

ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, უპასუხონ ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს.„დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე“, - აღნიშნა მაკრონმა.  #UPDATE French President Emmanuel Macron on Thursday warned that Europe faced an existential threat from Russian aggression, calling on the continent to adopt a "credible" defence strategy less dependent on the United States.https://t.co/REqiAQ2UsK — AFP News Agency (@AFP) April 25, 2024

ანდრიუს კალინდრა

პოლიტიკა 1714055254

საქართველო დღეს ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს - ანდრიუს კალინდრა

უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს დიპლომატებმა. ლიეტუვის და ბულგარეთის ელჩმა მოუწოდეს საქართველოს, გამოიყენოს ევროკავშირის გაფართოების განახლებულ პროცესში შესაძლებლობების ფანჯარა.აღინიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებული პროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან."საქართველო დღეს ნამდვილად ისე ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს. ამ ცხრა ნაბიჯს შორის საქართველოს შესთავაზეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ფუნქციონირებდეს თავისუფლად. ამ კონტექსტში პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ამასთან ერთად, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხება, – აცხადებს ანდრიუს კალინდრა.ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი მოუწოდებს საქართველოს, მოუსმინოს იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან."გთხოვთ უსმინეთ იმას, რაც ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და გაითვალისწინეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ იფიქროთ რომ ამ ყველაფერს ხვალ დაივიწყებენ, არ იქნება ასე, გააკეთეთ ყველაფერი რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ," - ამბობს ვესელინ ვალკანოვი.

თბილისში ჟორდანიას ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჯანდაცვა 1714052520

თბილისში ჟორდანიას ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით საბურთალოზე იწყებს ფუნქციონირებას მრავალფუნქციური კლინიკის  ფორმატით.ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ და პარტნიორი ექიმების ინვესტიციით შეიქმნა,აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას  თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ  სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის.მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს  მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა-ნეონატოლოგია.სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორ იოსებ ჟორდანიამ ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი ვივო მედიქალ ჯგუფში- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.