ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სროლა ვაკეში

კრიმინალი 1713474534

სროლა და დაჭრა ტაბიძის ქუჩაზე - რა ჩანს „რუსთავი 2-ის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში

სროლა ტაბიძის ქუჩაზე - „რუსთავი 2-ის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გამვლელები დაჭრილი მამაკაცის დახმარებას. გიორგი რუხაძეს თავს ნიღბიანი მამაკაცი მაშინ დაესხა, როცა საკუთარი სახლიდან გამოვიდა და ავტომობილში ჯდებოდა. „კურიერის“ ინფორმაციით, რუხაძეს რამდენიმე ტყვია მოხვდა. დანაშაულის ადგილი ვაკე, ტაბიძის 110 ნომერია. სროლა დაახლოებით დღის 12 საათზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით დაიწყო.„კურიერმა“ დანაშაულის ადგილიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ცაგარელი

ჰოროსკოპი 1713474406

„ფინანსური სტაბილურობის მომტანი იქნება...“ - ცაგარელი 19 აპრილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

19 აპრილს მნიშვნელოვანი დღეა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სასიკეთო ცვლილებების შესახებ საუბრობს და რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს.„19 აპრილს მზე თევზის ზოდიაქოს ტოვებს. წინა პლანზე შემოდის ერთგულება, ადამიანები უფრო ორგანიზებულები, მობილიზებულები, შეუპოვრები, მომთმენნი იქნებიან... ამავდროულად, ცოტა ჯიუტებიც. მთლიანობაში კარგია, კურო ყველაფერს ასტაბილურებს და ალაგებს. ახლა რომ არის შფოთი, აგრესია, პროტესტები, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დამშვიდდება. იქნება მოულოდნელი სიხარულის, შენაძენის პერიოდი. კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს ურანი მართავს. შეიძლება, მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქედანაც მიიღოთ. ეს შემდგომ, ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება,“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ქვითარი

საზოგადოება 1713474289

შესაძლებელია თუ არა ტანსაცმლის დაბრუნება გარეცხვის შემდეგ ქვითრის გარეშე - ვადები და უფლებები, რომელიც უნდა იცოდეთ

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება 14 დღის ვადაში შეგიძლიათ. გარდა ამისა, შესაძლებელია გარეცხილი ტანსაცმლის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვითარი არ გაქვთ.ამ თემაზე ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა. „ნებისმიერ ფიზიკურ პირს ისევე ეხება კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ როგორც მსხვილ კომპანიას. როდესაც ელექტრონულად შევიძენთ ნივთს ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები. როგორც წესი პრობლემა არის ხოლმე ის, რომ გამყიდველი გვეუბნება, ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ჩვენთან ასეა დადგენილი. განსხვავდება ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების წესი მაღაზიაში შეძენილი ნივთის დაბრუნებისგან. როდესაც ონლაინ ვიძენთ, ნებისმიერი სოციალური ქსელით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული 14 დღე შეძენიდან და ამ დროის განმავლობაში უმიზეზოდ შეგვიძლია დავაბრუნოთ ან გადავცალოთ ნივთი.ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

ყაზაიშვილი

faceამბები 1713474092

ვინ არის ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის უმშვენიერესი მეუღლე

ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩინეთშია.ფეხბურთელის მიმზიდველი მეორე ნახევარი გვანცა ნიშნიანიძე გვიზიარებს ფოტოებს, სადაც თავის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად არის გადაღებული.დაათვალიერეთ მათი ოჯახური თბილი კადრები:

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713473995

რას უნდა ელოდოთ დღეს - ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძიდღეს, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებსა თუ კოლეგებს.კურომოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი პრიორიტეტები და გონივრულად შეუდექით მოქმედებას.ტყუპებიდიდი ოპტიმიზმით შეხვდებით შორიდან მოსულ ინფორმაციას, გაგიჩნდებათ ახალი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება.კირჩხიბიარის ალბათობა, აღადგინოთ ძველი კავშირები, თქვენი იდეები სასარგებლო და საინტერესო იქნება მათთვის, ასევე მატულობს კარიერული წინსვლის, ან შემოსავლების ზრდის ალბათობა.ლომითუ გამოიჩენთ შეუპოვრობას და სიმამაცეს, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ და ამასთან ცხოვრებას გაუადვილებთ  ახლობლებსა და საკუთარ თავსაც. თქვენი გულითადი დამოკიდებულება სასიკეთოდ აისახება ყველანაირ ურთიერთობებზე.ქალწულინუ მოგერიდებათ რჩევებისთვის სხვებს მიმართოთ. ახლა ძალიან გამოგადგებათ თქვენზე ჭკვიანი ადამიანების გამოცდილება, გააანალიზეთ მათი რჩევები და აირჩიეთ ოპტიმალური, სარგებლიანი სტრატეგია.სასწორიფინანსურ და მემკვიდრეობის საკითხებში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ შეგეშინდებათ, შეცვალოთ თქვენი ჩვეული რიტმი. კორექტივები შეიტანეთ თქვენს გეგმებში გარემოებების გათვალისწინებით.მორიელიშეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაეხმარეთ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ან თავგზა აქვს აბნეული, საქმიანობისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, კონცენტრირება და სიზუსტე.მშვილდოსანისიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა, საეჭვო პიროვნებები აღმოჩნდნენ თქვენს ირგვლივ, ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოს და ნუ გაანდობთ გეგმებს ახალ ნაცნობებს.თხის რქაშესაძლოა, დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, მათ შორის, საკმაოდ გავლენიანები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ჯერ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით.მერწყულიეცადეთ, ყოველ წვრილმანს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს. შესაძლოა, თქვენ არ ფლობთ ყველა საჭირო ინფორმაციას და ამის გამო შეცდომაც დაუშვათ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს.თევზებიმთავარია, მონდომება, თქვენ შეგიძლიათ, მიზნის მისაღწევად შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით ადვილად გადაჭრათ პრობლემური საკითხები.