ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ფოტო

პოლიტიკა 1713261714

არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა პატივცემულ მილერს ავიწყდება, რომ მის ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს - სოზარ სუბარი

ეს არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ამ ფონზე, ქართული სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და 2012 წლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გაჯანსაღებულია, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.სუბარი აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეს-სპიკერი ითხოვს იმ ქართველი მოსამართლეების დასჯას, რომელთა დანაშაულის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენაზე უარს თავად ამბობენ, რადგან ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არა აქვთ.„გუშინ ღამით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მორიგი დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, როგორც პატრონმა მონას, ვასალმა ყმას, სწორედ ამ ტონალობაში მოგვიწოდა დავიჭიროთ და დავსაჯოთ ქართველი მოსამართლეები, რომელთა დანაშაულის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენაზე უარს გვეუბნებიან, რადგან ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არა აქვთ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუმცა წინა ელჩმა, კელი დეგნანმა ამრეზით გვიპასუხა - ინფორმაცია ღია წყაროებში მოიძიეთო. ეს არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ამ ფონზე, ქართული სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და 2012 წლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გაჯანსაღებულია. ამ ყველაფერმა ერთი ქართული გამონათქვამი გამახსენა - „სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“... - წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1713261236

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ, ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის - ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ - დავით მათიკაშვილი

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.მათიკაშვილის თქმით,  ალეკო ელისაშვილის ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო.მისივე თქმით, ვერც ელისაშვილი და ვერც ოპოზიციის ყვირილი „ქართულ ოცნებას“  იმ გეზს ვერ შეაცვლევინებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული.„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ის არ უნახავს და არ ახსოვს, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, გვითხარით. ამ ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს, როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი, იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა კარგი საქციელია, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ, ყველა რადიკალის გასაგონად - ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქალი

რჩევები 1713261060

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მოყენებას და ჩვენს დამარცხებას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება შეგემთხვას, ისაა, რომ დავიჯეროთ - ყველა ადამიანი ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.რატომაა ეს პრობლემა? როდესაც გვჯერა, რომ სხვა ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ეს ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების მთავარი ელემენტია. ის არა მხოლოდ აადვილებს მუშაობის პროცესს, არამედ გვეხმარება განტვირთვასა და ცხოვრებით ტკბობაში.როდესაც ყოველთვის თავდაცვით მდგომარეობაში ვართ, ყველა ადამიანს ეჭვის თვალით ვუყურებთ და მათგან ცუდს ველოდებით. შესაბამისად, ვერ ვახერხებთ ჯანმრთელი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ფორმირებას. სინამდვილეში, ჩვენი წარმატების ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვიცნობთ და ვისთვის შეგვიძლია დახმარების თხოვნა.თავს მსხვერპლად ნუ წარმოაჩენთ. როდესაც ამას აკეთებთ, მაშინ სხვებზე დამოკიდებული ხდებით. დააკვირდით, თუ თავს ასე აღიქვამთ, გამოდის, რომ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აძლევთ უფლებას გაგტეხონ და გადაგიარონ, თითქოს, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ბედნიერებაზე, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გაქვთ.თავის მსხვერპლად წარმოჩენა, თითქოს ყველა ადამიანი, მთელი სამყარო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მარტივი გზაა.თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებთ. გარკვეულწილად, შესაძლოა ეს კარგი გამოსავალი იყოს - თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაზე. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი შეცდომებზე ვერ სწავლობთ, რომ არ მოქმედებთ, რომ წინ არ მიდიხართ...ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი ყველას ნდობაა. თუმცა, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება სხვების მიმართ მანამ, სანამ ისინი ამას იმსახურებენ, დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებების გარანტიაა.საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე - წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის აღება, დიდი ცვლილებების, ზრდისა და განვითარების ერთადერთი წინაპირობაა. ის გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ ყველა შესაძლებლობა, ვიამაყოთ ჩვენი წარმატებით და რაც მთავარია, გამოვიდეთ მუდმივი ბრძოლის რეჟიმიდან.მიეცით საკუთარ თავს უფლება აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე და შეწყვიტეთ თქვენს გარშემო მტრების ძებნა. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და გააფართოებს თქვენს მსოფლმხედველობას.როდესაც სამყაროს უფრო პოზიტიურად აღიქვამთ, სხვა ადამიანებიც იმავე დამოკიდებულებით გპასუხობენ. მიეცით მათ საშუალება გაგაოცონ და დაგანახონ მეგობრული სამყაროს ყველა შესაძლებლობა. მაგრამ ყველაზე მეტად, მიეცით საკუთარ თავს შანსი, აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება.

სალომე ჭაჭუა

ტაბლოიდი 1713261000

VIDEO: „ზურას თავგზა აებნა ამდენი სილამაზით...“ - სალომე ჭაჭუა ირლანდიიდან დაბრუნდა

ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, სალომე ჭაჭუა საქართველოში დაბრუნდა. მოცეკვავე გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთ რუბრიკას სტუმრობს.როგორც სალომე აღნიშნავს, კულინარია ძალიან უყვარს და მეგობრებს მის მიერ მომზადებული კერძებით ხშირად ანებივრებს ხოლმე. 

სალომე ნიკო

ტაბლოიდი 1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓