ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნინო მუსერიძე

რჩევები 1711718940

VIDEO: „მამაკაცების უნაყოფობის მიზეზი ძალიან ხშირად არის...“ - სპეციალისტი გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" აქტუალური თემა იყო წამოჭრილი - თუ რა იწვევს ყველაზე ხშირად უნაყოფობას მამაკაცებში.გენეტიკურ ფაქტორებთან, სხვადასხვა დაავადებასა და ინფექციებთან ერთად საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ცხოვრების წესს: უმოძრაობას, ჭარბ წონას, სტრესებს, ალკოჰოლს, ნიკოტინს, მარიხუანას, კლუბურ ნაროტიკს და ა.შ.რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ნინო მუსერიძე ექიმების ეთერში საუბრობს:

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

საზოგადოება 1711718907

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

თბილისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ზახარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს.ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. “ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმა დაადასტურეს“, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.სასამართლომ 71 წლის კალაშოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით მიიღო.

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

ფინანსები 1711718719

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტსეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, საქართველოს იურისდიქციის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში საქართველოს რეიტინგი: largely compliant მიენიჭა.საქართველოს შეფასების პროცესი, მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და სამწლიანი პერიოდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.შეფასებები განხორციელდა მეორე რაუნდის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება OECD-ის მიერ განახლებულ მეთოდოლოგიას და შეფასების პროცესში იურისდიქციები ფასდება 10 ელემენტის მიხედვით: A.1 საკუთრებისა და ვინაობის შესახებ ინფორმაციის არსებობა; A.2. საბუღალტრო ინფორმაციის არსებობა; A.3 საბანკო ინფორმაციის არსებობა; B.1 ინფორმაციაზე წვდომა; B.2 უფლებები და გარანტიები; C.1 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) მექანიზმები; C.2 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ქსელი; C.3 კონფიდენციალობა და C.4 უფლებები და გარანტიები.აღსანიშნავია, რომ ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი - “compliant”.აღნიშნული შეფასებით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი.ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ პირველი რაუნდის შეფასების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები გლობალური ფორუმის ანგარიშში მნიშვნელოვან პროგრესად იქნა მიჩნეული.დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://oe.cd/5uf 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711718627

„ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით“ - პრემიერი

"ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით,"-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქსტატის ანგარიშს შეეხებოდა.მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს."ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გვექნება ეკონომიკური წინსვლა,"-განაცხადა პრემიერმა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა.

ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა

რეგიონი 1711718348

ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა

ქალაქ ახალციხეში ახალი  სამგზავრო ავტობუსები დღეს დილიდან უკვე ემსახურებიან მგზავრებს.  პირველ ეტაპზე,  მუნიციპალური ტრანსპორტი  სატესტო რეჟიმში  ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს და ერთი თვის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,  სულ მალე კი ახალი ავტობუსებით სარგებლობა სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.  ავტობუსები საბარგო სადგურის, რაბათის უბნის,  ზარზმელის  ქუჩის მიმართულებით  და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე წრიული მარშრუტებით გადაადგილდებიან.მგზავრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად  ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის მოადგილეებმა ვაჟა გაჩეჩილაძემ,  რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა საბა კბილაშვილმა,  ჰამბარცუმ ბაბოიანმა და  ა(ა)იპ  „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორმა თორნიკე ხმალაძემ.ირაკლი ლაზარაშვილმა მოქალაქეებთან და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან  ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების მიზნით გაწეულ  და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, ასევე ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებიც გააცნო.შეგახსენებთ, რომ მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18-ი ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. EURO 5-ის შესაბამისი,  კომფორტული ავტობუსები47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.