ანაკლიაში მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა - დაშავდნენ სკოლის მოსწავლეები

19:31 05-16-2019
4732

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ამის შესახებ სააგენტო „კვირა“ ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი გადაყვანილია  საავადმყოფოში. 6 მოზარდს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.