ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩებიან

18:05 05-16-2019
53

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს.

მუშაობა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.

width=564

პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰა შეადგინა.