„ქართული ოცნების“ დეპუტატი თინა ბოკუჩავას და საზოგადოებას ბოდიშს უხდის

17:21 05-16-2019
679

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  თამაზ (თაზო) ფაცაცია პარლამენტის წევრს ენმ-დან თინათინ ბოკუჩავას მისამართით არაეთიკური პოსტის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესხებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, Facebook-ის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, - წერს საკრებულოს წევრი.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შესახებ დაწერილი შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი დაწერა და შემდგომ წაშალა.

 

ავტორი: თეა შონია