მირანდა მესხი ცესკოს თავმჯდომარესთან შესაძლო ნათესაურ კავშირზე - ყველა ერთმანეთის ნათესავია

15:38 05-16-2019
106

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა მისი და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შესაძლო ნათესაურ კავშირზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. 

მირანდა მესხის თქმით,  ამ ეტაპზე ეს არ არის საინტერესო თემა.

„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები არიან,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ნათესავები არიან.

 

ავტორი: თეა შონია