გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია ზუგდიდის პოლიციის შენობასთან დასრულდა

15:33 05-16-2019
64

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქციას მართავდნენ. ოპოზიცია 14 მაისს დადიანების ეზოში მომხდარი დაპირისპირების გამო, ინციდენტის მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.

ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი გელა კვარაცხელია. 
ზუგდიდში, 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი გადაღების უფლებას არ აძლევს ოპერტორს და ფოტოგრაფს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პირები, მათ ფიზიკურადაც ეხებიან.

შს სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდარეზე გამოძიება 126-ე ძალდობის მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

 

ავტორი: თეა შონია