საქართველოში მიწისძვრა მოხდა

15:31 05-16-2019
67

საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი ავრცელებს. 

მიწისძვრა თბილისის დროით 15 საათსა და 08 წუთზე მოხდა. ეპიცენტრი კი წალკის მიმდებარე ტერიტორია იყო.