გია ჯაჯანიძე - როცა რესტორანი ირწევა, გგონია რომ ზღაპარში ხარ

14:11 05-16-2019
1232

„რესტორანი, რომ ირწევა ცაში ჩანს ულამაზესი ხედი, გგონია რომ ზღაპარში ხარ“ - ასე აღწერა ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ''პრაიმტაიმთან'' საუბრისას კოჯორში ცაში ვახშმობის შემდეგ პირველი ემოციები.

როგორც გია ჯაჯანიძე ყვება, Dinner in the Sky - ის გახსნას სულ ახალგაზრდები ესწრებოდნენ, მხოლოდ ის იყო ბებერი. 

„ძალიან ბევრი ხალხი იყო, სიმართლე გითხრათ არ დავკვირვებივარ კონკრეტულად ვინები იყვნენ. სულ ახალგაზრდები იყვნენ. მემგონი ერთი მე ვიყავი ბებერი. გარემოა სასწაული, ძალიან ლამაზი და ეს რესტორანი, რომ ირწევა ცაში ჩანს ულამაზესი ხედი, გგონია რომ ზღაპარში ხარ. საოცარი და საინტერესო შეგრძნება“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.

შთაბეჭდილებები არ დაუმალავს არც ბიზნესმენ თორნიკე ქებურიას მეუღლეს, ქეთი ჟღენტს. რომელმაც ''ინსტაგრამზე'' სთორი დადო, სადაც წერს - „იმედი გვაქვს გადავრჩებით“.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე