„ადრე იყო წითელი დიქტატურა, ახლა არის - ცისფერი“ - ქართული მარში

13:50 05-16-2019
113

ქართული მარშის განცხადებით, მათ წარმომადგენლებს სამსახურეობრივი თანამდებობებიდან საკუთარი შეხედულებების გამო ათავისუფლებენ.

„ადრე იყო დამყარებული წითელი დიქტატურა და ახლა არის დამყარებული ცისფერი დიქტატურა. გადაცემებში მიჰყავთ ლგბტქ თემის წარმომადგენლები, ჩვენ კი არ გვიშვებენ. გურამ ქართველიშვილის გადაცემაც იმიტომ დაუხურეს, რომ ის არ იწონებდა მათ ქმედებებს და ქართულ ღირებულებებს იცავდა, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე