საქართველო არის ქალების და კაცების ქვეყანა - დოდო გუგეშაშვილი 17 მაისზე

13:10 05-16-2019
1107

„უმცირესობის პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები“, - ამის შესახებ „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

მისი თქმით,  საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს პროპაგანდა  განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მხრიდან

„მე და ჩემი ორგანიზაცია ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ, თუმცა უმცირესობის მხრიდან ადგილი აქვს პროპაგანდას და მათ მხარს უჭერს მესამე სექტორიც. ისინი ხმალამოღებულები ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს. მოვუწოდებ ჩვენს სახელმწიფოს, კეთილი ინებოს და დაიცვას უმრავლესობა აგრესიული,  თუ გადაგვარებული უმცირესობისგან. საქართველო არის ქალების და კაცების ქვეყანა“, - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ლგბტ თემი ამ დღეს მსვლელობას არ გამართავს. 

ავტორი: თეონა ყაჭიური