რას გეგმავს და რისთვის შეაგროვა ზუგდიდში 5000 მხარდამჭერი ნაციონალურმა მოძრაობამ

12:59 05-16-2019
23

„ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს საარჩევნო ყუთში ჩავტენით“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა. გოცირიძის თქმით, პარტიამ საარჩევნო ოლქებში მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა.

„ზუგდიდში 5 ათასი ადამიანის მობილიზება მოვახდინეთ. ჩვენ გვახსოვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როგორ დაარბიეს ორი უბანი და გაიტაცეს საარჩევნო ყუთები. ვინც ყუთები გაიტაცა ის ადამიანი სიმბოლურად დასაჯეს და გუშინ ზუგდიდში ნახეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. ყველა უბანზე იქნება გამაგრებული. ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს საარჩევნო ყუთში ჩავტენით. საარჩევნო ყუთის ზომები არის 40/60-სმ. პატარაა მაგრამ მოვახერხებთ ჩატენვას. ასევე დავიცავთ ყველა ოლქს სადაც ტარდება არჩევნები“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ რომან გოცირიძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დღეს კი მამაკაცი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელს დაუპირისპირდა, სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. 

ავტორი: თორნიკე ხურციძე