ზუგდიდში დაპირისპირებისას ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა

12:37 05-16-2019
11

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურისა და დაპირისპირების დროს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტი, ქეთი ციცქიშვილი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე დახმარება იქვე მყოფმა ჟურნალისტებმა აღმოუჩინეს.

საოლქოს შენობაში უჰაერობა იყო, სიმჭიდროვე, დერეფნებიც ისეა განლაგებული, ჭირს გადაადგილება და ჟურნალისტებს ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა,- ამბობენ ჟურნალისტები.

საოლქოს დაცვამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ჟურნალისტს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მუშაობას განაგრძობს.