მხატვარი, მოქანდაკე, მეცნიერი და სამი პოეტი პოლიტიკაში - დოკუმენტი ეროვნული არქივიდან

12:28 05-16-2019
35

1918 წელს პაოლო იაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ, პავლე ინგოროყვამ, ტიციან ტაბიძემ, ლადო გუდიაშვილმა და ალი არსენიშვილმა შექმნეს პოლიტიკური პარტია „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“.

პარტია 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა.

ეროვნული არქივი აქვეყნებს პაოლო იაშვილის ხელით შედგენილ დოკუმენტს - დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეთა სიას. თითოეულ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობაზე თანხმობა საკუთარი ხელით აქვს მიწერილი.

width=533

სია დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 1919 წლის 20 იანვარსაა რეგისტრირებული.