26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით მთავარ მოედნებზე, მეტროებსა და ავტობუსებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება

12:24 05-16-2019

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, 17:10 საათზე,  საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

საქართველოს ჰიმნი შესრულდება სხვადასხვა ქალაქის მოედნებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მატარებლებში, ავტობუსებში, მეტროს მოსაცდელებსა და სხვა ადგილებზე.

26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, დამოუკიდებლობის დღის კულმინაცია სწორედ 17:10 საათზე იქნება, რადგან ეს არის დრო ,როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მიულოცა და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.