რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრეს

11:53 05-16-2019
17

„რუსთავის ფოლადის ადმინისტრაციულ შენობაში წვრილსორტული საამქროს თანამშრომლების ქარხნის დირექციასთან მოლაპარაკებები დასრულდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ხელფასის გაზრდის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე კი ერთდღიანი ვადა ითხოვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეტალურგის ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 1000 ლარამდე მომატებას და სამუშაო დროის 8 საათამდე შემცირებას ითხოვენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ 12 წელია მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშების საშუალო ხელფასი 570 ლარია.