როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები ტკიპებისგან

11:44 05-16-2019
116

შინაური ცხოველებიდან ძირითადად ​ძაღლებს ტკიპებით გადაცემადი დაავადებების მიმართ მაღალი მიმღებლობა აქვთ და სამწუხაროდ, ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შეიძლება ძაღლს ტკიპებისგან დაემართოს არ არსებობს. ასევე ძალიან რთულია ტკიპების ძაღლთან ექსპოზიციის ფაქტის დადგენა.

ტკიპის კბენიდან 7-21 დ​ღის ან მეტი ხნის მანძილზე, შესაძლოა, არ გამოვლინდეს დაავადების კლინიკური ნიშნები. ამიტომ, თუ ძაღლმა მკვეთრად შეიცვალა ქცევა და მადა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ტკიპამ უკბინა.

როგორ დავიცვათ ჩვენი შინაური ცხოველები ტკიპისგან გამოწვეული დაავადებებისგან, გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს.

შეამცირეთ ტკიპებისგან დაკავშირებული დაავადებების შანსები:

ყოველდღიურად შეამოწმეთ ძაღლი ტკიპებზე​​, განსაკუთრებით, მათი გარეთ ყოფნის შემდეგ;

თუ შეამჩნევთ ტკიპას, დაუყოვნებლივ მოაშორეთ სწორი ხერხით;

შეამცირეთ ტკიპების გავრცელების არეალი თქვენს ეზოში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე