ზაფხულის საფრთხე! - როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

11:42 05-16-2019
2970

ცნობილია, რომ ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი იწყება. მათ არ შეუძლიათ ხტომა და ფრენა, სამაგიეროდ კარგად ცოცავენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უსიამოვნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს.

სად შეიძლება იყვნენ ტკიპები

ისინი ბინადრობენ მინდვრებსა და ველებში;

ტყეში;

ცხოველების სხეულზე;

​ძაღლის გასეირნებისას;

ლაშქრობისას;

საველე სამუშაოების ან ნადირობის დროს;

ისინი შეიძლება იყვნენ თქვენს საკუთარ ეზოში ან მიმდებარედ;

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ტკიპები დაავადებების გადამტანები არ არიან, ზოგიერთი სახეობა გარკვეულ რისკს მაინც შეიცავს.

ტკიპებით გადაცემადი დაავადებები საქართველოში 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება;

ლაიმის დაავადება;

ტკიპისმიერი ენცეფალიტი;

ქუ ცხელება;

ტულარემია;

გამოიყენეთ:

დაამუშავეთ ტანსაცმელი და მოწყობილობები პერმეთრინის 0,5%-იანი ხსნარით - ეს შეიძლება გამოიყენოთ ჩექმების, ტანსაცმლის და კარვის მოწყობილობების დასამუშავებლად;

არ გამოიყენოთ:

მწერებისთვის განკუთვნილი რეპელენტი 2 თვემდე ჩვილებთან;

არ გამოიყენოთ OLE ან PMD, 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან

თავი აარიდეთ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში სიარულს, ისეირნეთ მხოლოდ ბილიკზე

შენობაში შესვლისას:

დაათვალიერეთ ნივთები და ტანსაცმელი

სახლში შესვლისთანავე მიიღეთ შხაპი

​სახლში შესვლის შემდეგ გულდასმით დაათვალიერეთ თქვენი და ბავშვების სხეულის შემდეგი ნაწილები:

კანის თმიანი ნაწილი;

ყურის არე;

იღლიის ფოსო;

ჭიპის არე;

წელის გარშემო;

ბარძაყის შიდა ზედაპირი;

მუხლის უკანა ნაწილი;

ტკიპის კბენის შემდეგ ტემპერატურის აწევის ან გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!