პროფკავშირების გაერთიანება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების აქციას შეუერთდება

11:36 05-16-2019
17

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსთავის მეტალურგის ქარხნის თანამშრომლების აქციას შეუერთდება. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერეს. პროფკავშირების განმარტებით 2 საათზე საწარმოსთან საგანგებო განცხადება გაკეთდება.

კადევე საქართველოს გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ, ადმინისტრაცია გამიზნულ პროვოკაციებზე მიდის.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე კანონიერი აქციის პარალელურად კომპანიის ხელმძღვანელმა სამუშაო ადგილებზე ე.წ. შტრეიკბრეხერების შეყვანა დაიწყო, რასაც შეხლა შემოხლა მოჰყვა.

დღეს 14:00 საათზე საწარმოსთან, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული 'დისტრიბუტორების სოლიდარობის აქცია' იგეგმება. სწორედ ამ დროს გაკეთდება სპეციალური განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“ - ნათქვამია პოსტში.

შეგახსენებთ, რუსთავის მეტალურგის ქარხნის თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.