ენმ არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება- ანრი ოხანაშვილი

11:31 05-16-2019
25

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება.

„ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. თუმცა, როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველვყოფთ“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა