რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული მუშები ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ

11:07 05-16-2019
13

რუსთავის მეტალურგიის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi - ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით მეტალურგის ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 1000 ლარამდე მომატებას და სამუშაო დროის 8 საათამდე შემცირებას ითხოვენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ 12 წელია მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშების საშუალო ხელფასი 570 ლარია.