ავსტრიის სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა

10:16 05-16-2019

ავსტრიის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა ავსტრიის პარლამენტმა. მთავრობის ინიციატივა დაწყებით სკოლებში  მუსლიმური თავსაფრის, ჰიჯაბის ტარებას კრძალავს.

სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით, იკრძალება ტანსაცმელი, რომლის ჩაცმა იდეოლოგიური, ან რელიგიური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი და თავის შემოსვას გულისხმობს. აკრძალვის დარღვევა 440 ევროს ჯარიმით ისჯება.

ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება ებრაულ ქუდზე - კიპაზე, რაც იმით არის ახსნილი, რომ კიპა თავს და თმებს მხოლოდ მცირედით ფარავს.

2017 წლის ოქტომბერში ავსტრიაში აიკრძალა ტანსაცმელი, რომელიც სახეს ფარავს.