ოლიგარქი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა

10:05 05-16-2019
11

ბიზნესმენი და დრეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. მისი თვითმფრონავი ისრაელიდან დნეპრის აეროპორტში 16 მაისის ღამით დაფრინდა.

როგორც ის აცხადებს, მან ჯერ არ იცის სამშობლოში რით დაკავდება.

კოლომოისკი ჯგუფ „პრივატის“ და მედიაჰოლდინგ „1+1“-ის მეპატრონეა.

2016 წელს უკრაინის ხელისუფლებამ მისი კუთვნილი „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია გამოაცხადა, თავად კოლომოისკი კი ბანკიდან აქტივების გატანაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ კოლომოისკიმ უკრაინა დატოვა.

2019 წელს კიევის სასამართლომ აღიარა, რომ ბანკის ნაციონალიზაცია დარღვევებით წარიმართა.

ოლიგარქს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის კამპანიასთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ სწორედ ის აფინანსებდა მას. მანამდე კოლომოისკი აცხადებდა, რომ უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ დაბრუნდებოდა.