ბორჯომის ხეობაში ხანძარია

20:28 05-15-2019
108

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი, რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.