მაიკლ ჯექსონის დედა შვილიშვილის თვითმკვლელობის მცდელობაზე და შვილის სკანდალებზე ალაპარაკდა

17:44 05-15-2019
898

მაიკლ ჯექსონის დედა კეტრინ ჯექსონი, ლიზი ჰეისის გადაცემაში -„60 Minutes“ დუმილს არღვევს და მისი ოჯახის წევრების მიმართ ატეხილ ბრალდებებს ეხმიანება.

width=600

ის, გულწრფელად საუბრობს შვილიშვილის თვითმკვლელობის მცდელობაზე და ბავშვის სავარაუდო ბრალდებებზე. ინტერვიუში, შვილზე საუბრისას კეტრინმა იტირა. 

width=600    

გადაცემაში „60 Minutes“ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის დედამ, ასევე ფილმის - „Leaving Neverland“-თან დაკავშირებით ისაუბრა. რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული დოკუმენტური კინოსურათი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება, რომლებიც აცხადებენ, რომ არტისტმა, მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა.

 width=600

 თავად ჯექსონი სიცოცხლის განმავლობაში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალურ ძალადობის ფაქტს იძიებდა.

საქმე სასამართლომდეც მივიდა და უეიდ რობსონი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მაშინ მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ ჯექსონს მასზე არასდროს უძალადია. შედეგად მომღერალს 2005 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა. 

width=600

მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, მაიკლს ცუდი არაფერი გაუკეთებია. ეჭვი არ მეპარება ამაში. ორივე ბიჭის ოჯახი იტყუება. უეიდ რობსონს, უბრალოდ, ფული უნდა - აცხადებს მუსიკოსის დედა.

კეტრინმა კომენტარი გაკეთა მაიკლის შვილებთან დაკავშირებითა, რომლებიც როგორც ამბობს, თავად გაზარდა. მან აღიარა, რომ მათი გაზრდა მეტად გაუჭირდა, ვიდრე საკუთარი შვილების.

მათი აღზრდა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი ათი შვილის. დღეს, სამყარო ბევრადაა შეცვლილი! - აღნიშნა კეტრინმა.

შეგახსენებთ, რომ MJ პოპის მეფე — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.

width=600

2013 წლის აპრილში, პოპ-ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის დედა -კეტრინ ჯექსონი კომპანია „AEG Live“-ს, რომელმაც ლონდონში მომღერლის კონცერტებს ორგანიზება გაუკეთა, შეთანხმების შეუსრულებლობის გამო უჩივის. ჯექსონის დედა მიიჩნევს, რომ კომპანიამ საჭირო სამედიცინო მედიკამენტებზე არ იზრუნა, რომელსაც მისი შვილის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. ის, 40 მლრდ აშშ დოლარს ითხოვს, ვინაიდან სააგენტომ მომღერლისთვის ექიმად კონრად მიურეი დაიქირავა. კონრად მიურეის 2011 წელს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მან მომღერალს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, გამაყუჩებელი საშუალება - პროპოფოლი გადამეტებული დოზით მისცა.

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე