რატომ მოიკლა თავი 16 წლის გოგომ ქარელში? - ახალი დეტალები

17:24 05-15-2019
84

სუიციდი ქარელის მუნიციპალიტეტში. 16 წლის გოგომ თავი საკუთარი სახლის სარდაფში ჩამოიხრჩო. 

არსებული ინფორმაციით, გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ შეყვარებულთან ურთიერთობა გახდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგები იყვნენ. 

2003 წელს დაბადებული სოფელ ფცაში ცხოვრობდა და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში სწავლობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთა სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, 6 თვის განმავლობაში 21 სუიციდის მცდელობის და 4 თვითმკვლელობის ფაქტი გამოვლინდა. რომელთა შორის ყველაზე პატარა, არასრულწლოვანი 11 წლის გოგონა კახეთის რეგიონიდან იყო. 

გასულ წელს, 6 თვეში, 14-მა არასრულწლოვანმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა, 3-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

რაც შეეხება ბიჭებს, ეს რიცხვი 2-ჯერ მცირეა. სტატისტიკის მიხედვით, ბიჭებში 7 სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა, ერთმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. 

უწყების ცნობით, სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რეგიონებში ფიქსირდება.

ამასთან, თბილისში სიცოცხლე თვითმკვლელობით მამრობითი სქესის წარმომადგენელმაც დაასრულა, რომლის ასაკიც დაუდგენელია.

ავტორი:მახო მიქელაძე