კაცობრიობის ისტორიაში პირველად! - ჩილეში ტრანსგენდერი ბავშვებისთვის სკოლა გაიხსნა

16:58 05-15-2019
171

ჩილეში ტრანსგენდერი ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლა გაიხსნა. მიიჩნევა, რომ ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი სპეციფიკის დაწესებულებაა. 

სკოლას სახელად მექსიკელი ტრანსგენდერი პოლიტიკოსის ამარანტ გომეს რეგალდოს პატივსაცემად დაარქვეს. სკოლაში 6-დან 17 წლამდე ახალგაზრდები სწავლობენ.

ამათგან ბევრი განათლებას სხვა სკოლაში იღებდა, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ტრანსგენდერების ირგვლივ თავს უკეთესად იგრძნობდნენ. 
ისინი სწავლობენ ტრადიციულ საგნებს - მათემატიკა, მეცნიერება, ისტორია, ინგლისური ენა და სხვა.