„არასდროს მინახავს „სამეფო კარის თამაშები“ - როგორ მოვიქცეთ როდესაც ირგვლივ ყველა სერიალზე ლაპარაკობს?

16:38 05-15-2019
96

ეკრანებზე „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი გამოვიდა და თქვენი მეგობრები მასობრივად ჭკუიდან შეიშალნენ. 

შეეგუეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში სერიალი სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად განხილვადი თემა იქნება. 

ფინალური სერიის გამოსვლამდე 5 დღე დარჩა და უკვე რამდენიმე კვირაა ყოველი კვირა-ორშაბათი მედიის უმრავლესობა სტატია „სამეფო კარის თამაშებს“ ეხება.

როგორ მოვიქცეთ, რომ ამ მსოფლიო „ფართიზე“ მარტოსულად არ ვიგრძნოთ თავი? სიმართლე რომ გითხრათ, ეს საკმაოდ მარტივია. რომც არ გქონდეთ ნანახი GOT-ის ახალი სერია, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ საუბარში აჰყვეთ ფანებს და გაერთოთ.

1. გადაიტანეთ საუბარი თქვენთვის ნაცნობ მსახიობზე, რომელიც სერიალში თამაშობს.

„სერიალი არ მინახავს მაგრამ მანდ შონ ბინი თამაშობს და ის მე ძალიან მიყვარს ფილმში...“, - ეს GOT-ის ფანთან საუბრის გაბმის ყველაზე მარტივი მეთოდია. შეიძლება არც მსახიობი გაგახსენდათ, ამიტომ, ერთხელ სერიალში მომღერალი ედ შირანი გამოჩნდა და შეგიძლიათ ახსენოთ.

რაც შეეხება შონ ბინს, მისი პერსონაჟი ნედ სტარკი სერიალის პირველ სეზონში კვდება, ამიტომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ინტერესი დაკარგეთ.

2. უბრალოდ ფილმის შექმნაზე ისაუბრეთ

„მე სამეფო კარის თამაშებს არ ვუყურებ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ ინარჩუნებენ სერიალის სტილს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სერიას სხვადასხვა რეჟისორი იღებს“, - შეგიძლიათ ასე დაიწყოთ ფანთან საუბარი.

3. მიტოვებული ძაღლები გაიხსენეთ

ეს შეიძლება საუბრის თემის მოულოდნელი გადატანა იყო, მაგრამ მას პირდაპირი კავშირი აქვს „სამეფო კარის თამაშებთან“. საქმე ისაა, რომ სერიალის გმირები არამხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც არიან. მაგალითად მნიშვნელოვან როლს მასში ასრულებენ დრაკონები და მგლები.

რადგანაც საკუთარი დრაკონის ყოლა პრობლემებთანაა დაკავშირებული, სერიალის ფანებმა ჰასკის ჯიშის ძაღლის შეძენა დაიწყეს და შემდეგ მათ თავშესაფარში ჩაბარება. როგორ აღმოჩნდა, ძაღლის აყვანის გადაწყვეტილება ხშირად იმპულსური იყო და ოჯახი შემდეგ აღარ იყო მზად ეზრუნა მასზე.

ოფიციალური მონაცემებით დიდ ბრიტანეთში სერიალის დაწყების შემდეგ მიტოვებული ძაღლების რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა.

4. გადაიტანეთ თემა „სამეფო კარის თამაშების“ თემატიკის მქონე ამბავზე

ლიტერატურაზე ისაუბრეთ. სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ ჯორჯ მარტინის საგაზე „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზეა“ დაფუძნებული. ჯერჯერობით შვიდი რომანიდან, მხოლოდ ხუთია დაწერილი. რადგანაც სიუჟეტი არ იცით, თქვენ ალბათ ვერ გაავლებთ პარალელებს წიგნიდან, მაგრამ შეძლებთ გაოცდეთ წიგნების ფურცლების რაოდენობით („მე არასდროს არ წავიკითხავდი ამ სისქე წიგნს!“) - ან პირიქით, გაიხსენეთ ყველაზე მსხვილი რომელი წიგნი წაგიკითხავთ.

პოლიტიკაც გაიხსენეთ. ჟანრის მიხედვით, „სამეფო კარის თამაშები ეს „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ბანქოს სახლის“ მიქსია.

დაუსრულებელი ინტრიგები, ღალატი, ბრძოლა - თემები, რომლებზეც საუბარი მუდმივად შეიძლება. ბოლოს და ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი სერიალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სლოგანს იყენებს ხოლმე - „ზამთარი მოდის“ ანუ სანქციები მოდის.