2018 წელს პროკურატურამ სიძულვილის მოტივის 210 საქმე შეისწავლა

16:16 05-15-2019
13

2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა 210 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. კერძოდ:

სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 28 სისხლის სამართლის საქმეში;

გენდერული იდენტობა - 29 საქმეში;

სქესის/გენდერის ნიშანი - 112 საქმეში;

ეროვნული ნიშანი - 6 საქმეში;

ეთნიკური ნიშანი - 2 საქმეში;

რასა - 2 საქმეში;

რელიგიური ნიშანი - 23 საქმეში;

პოლიტიკური შეხედულება - 4 საქმეში;

შშმ - 3 საქმეში;

სხვა ნიშანი - 1 საქმეში.

უწყების ცნობით, 29 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. მათგან, 15 პირს ბრალდება წარედგინა - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 12 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 1 პირს - ეთნიკური ნიშნით; 1 პირს - რასის ნიშნით; 3 პირს - ეროვნული ნიშნით; 2 პირს - რელიგიის ნიშნით; 111 პირს - გენდერის/სქესის ნიშნით; 3 პირს - პოლიტიკური შეხედულების ნიშნით; 2 პირს - შშმ პირის ნიშნით; ხოლო 1 პირს - სხვა ნიშნით.  

„2018 წელს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების თემაზე ჩატარდა 4 ტრენინგი, რომელშიც 65 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი მონაწილეობდა.

30 ამასთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გამოყენების თემაზე 2018 წელს განხორციელდა ტრენინგი, რომელშიც პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ტრენინგში საქართველოს პროკურატურისა და სხვადასხვა მედია საშუალებების 35-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა“ - აღნიშნულია ანგარიშში.