პროკურატურა - 2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე 17 პირი გამტყუნდა

15:52 05-15-2019
1

საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშის მიხდევით, უწყებამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 17 პირი გაამტყუნა.

„საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ყადაღა იქნა დადებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე: 2018 წელს – 17 522 495 ევრო, 21 183 776 აშშ დოლარი, 16 629 ლარი, 142 834 ფუნტ სტერლინგი და 6 357 835.91 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (დაახლოებით 125 000 000 ლარი); რაც შეეხება ჩამორთმეული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ოდენობას: 2018 წელს – 1 საცხოვრებელი ბინა, 7 ავტომანქანა, 690 000 ლარი, 199 975 ფრანკი, 37 899 აშშ დოლარი“,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ანგარიშში.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა.

კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.