როგორ ირჩევენ უსინათლოები პარტნიორს

15:32 05-15-2019

ფორუმ Reddit-ზე უსინათლო და მცირემხედველმა მომხმარებლებმა დაწერეს, თუ რა თვისებები მიაჩნიათ ადამიანებში სექსუალურად და მიმზიდველად. მათი პასუხების ტრენდმა ფორუმზე 44 ათასი ლაიქი დააგროვა.

ხშირად მომხმარებლები ახასიათებდნენ თვისებებს, რამაც პირველი შეხვედრის შემდეგ მოახდინა შთაბეჭდილება: საუბრის მანერა, სურნელი, ქცევა. მაგალითად მომხმარებელმა LeoCantos-მა დაწერა, რომ მოსწონს, როდესაც გოგონებს ნაზი ხმა აქვთ, რადგან ამის მიხედვით არჩევს, ეწევა თუ არა გოგო. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ადამიანის დამოკიდებულებას უსინათლოების მიმართ. „თუ შენთვის კომფორტულია სიბრმავეზე ლაპარაკი და ამის არ გეშინია, მე უკვე პატივს გცემ“, - ამბობს ერთ-ერთი უსინათლო.

ბევრმა მცირემხედველმა თქვა, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ სურნელს. „ზოგს საოცრად სასიამოვნო სურნელი აქვს და თან ეს არც დეოდორანტი და არც სუნამოა. ეს მათი განსაკუთრებული არომატია“, - აღწერს ერთ-ერთი მცირემხედველი.

მომხმარებელმა სახელად Ratadeacero-მ დაწერა, რომ მას უსინათლო ცოლი ჰყავს, რომელსაც მოსწონს კაცის ხელზე მოფერება და სხეულზე შეხება.

უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის სექსუალურობა მისი ხასიათიდან გამომდინარეობს და არა გარეგნული ნიშნებიდან.