შეხვედრა დახურულ კარს მიღმა - რა საგანგაშო ციფრებზე საუბრობს შრომის ინსპექცია?

15:28 05-15-2019

დღეს, სასტუმრო Radisson-ში შრომის უსაფრთოების პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შრომის უსაფრთოების   პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ თქვა, რომ ინსპექტორთა რაოდენობა გაიზრდება და დეპარტამენტი, რომელიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ცალკე სსიპ-ად გადაკეთდება.

„უახლოეს მომავალში ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. დაგეგილია სექტემბერსი დაიწყოს შრომის უსაფრთოების   პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის  სსიპ-ად გადაკეთება და ვთვლი, რომ ცალკე მძლავრი ინსტიტუტის შექმნა ძალიერი მაკონტროლებელი ბერკეტი იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მედიის წარმომადგენლებისთვის  სხვა დეტალები უცნობია, რადგან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. თუმცა, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 2015-დან 2019 წლამდე შრომის უსაფრთოების   პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ობიექტებიდან დარღვევებით მომუშავე კომპანიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა, უწყებამ სულ 279 ობიექტი შეამოწმა, საიდანაც კეთილსინდისიერად სამუშაოები მხოლოდ 13 ობიექტზე მიმდინარეობდა. 2018 წელს 224 შემოწმებული ობიექტიდან 56-ზე უსაფრთხოების კანონის დარღევევის და 37 იძულებითი შრომის ფაქტი გამოვლინდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ამ დრომდე სამუშაო პროცესის დროს 12 მუშა გარდაიცვალა და 11 დაშავდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის თბილისში სულ 4000 სამშენებლო ობიექტია და მათი უმრავლესობა დარღვევებით მიმდინარეობს. თითქმის ყველა ის ობიექტი, რომელიც შეამოწმეს შრომის უსაფრთოების პირობების ინსპექტორებმა, გამოიყენეს შეჩერების მექანიზმი.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ისაუბრა თავად დასაქმებულთა დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის ფაქტებზე. თუმცა, შრომის უსაფრთოების პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირებისას სამშენებლო სექტორში გამოიკვეთა ისეთი დარღვევები, როგორიცაა რისკების შეუფასებლობა, უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტის არარსებობა, ინდივიდუალური დაცვის საშულებების არქონა, ან გამოუყენებლობა, პირველადი სამედცინო დახმარების უზრუნველყოფისთვის მოუმზადებლობა, უბედურ შემთხვევათა დაუზღველობა, კუსტარული დანადგარების გამოყენება.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური