სიბნელეში ნუ იცხოვრებენ, თავისი ჭკუით იაზროვნონ - კოკო როინიშვილი დედას იცავს

15:17 05-15-2019
8

მე დედაჩემს ვეთანხმები ყველანაირად და გვერდში ვუდგავარ, - ასე ეხმიანება თამარ ჭოხონელიძის ვაჟი, კოკო როინიშვილი დედამისის მიმართ უარყოფით რეაქციას, რომელიც მომღერლის განცხადებას მას შემდეგ მოჰყვა, რაც ჭოხონელიძემ თქვა, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე არ იმღერებს.

პრაიმტაიმთან“ საუბრისას კოკო როინიშვილი ამბობს, რომ ის დედამისს ამართლებს.

„მე დედაჩემს ვეთანხმები ყველანაირად და გვერდში ვუდგავარ. რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. უბრალოდ ერთს ვთხოვ მათ, რომ ესეთ სიბნელეში ნუ იცხოვრებენ, თავისი ჭკუითაც იაზროვნონ, ბრმად ნურავის ნუ მიენდობიან და გაყვებიან. ეს თხოვნაა მათნაირი მოქალაქეებისთვის“,- აცხადებს კოკო როინიშვილი „პრაიმტაიმთან“.

თამარ ჭოხონელიძემ თქვა, რომ კონცერტში მისი მონაწიელობა იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია. ასევე განმარტავს, რომ არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას.

მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორისო მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

ავტორი: თამთა თორდია