პროკურატურამ ერთ წელში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო

14:49 05-15-2019
3

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ 2018 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, სამართლებრივი დევნა დაიწყო „ქურდული 34 სამყაროს“ წევრობისთვის 27 პირის, „კანონიერი ქურდობისთვის“ - 3 პირის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის 14 პირის, ქურდული სამყაროს“ საქმიანობითვის მხარდაჭერისთვის 5 პირის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება 2 პირის მიმართ.

რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) 2016 წელს დაიწყო 9 პირის, ხოლო 2017 წელს 5 პირის მიმართ. 223 1-ე მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა) კი 2016 წელს 10, ხოლო 2017 წელს 7 პირის მიმართ.

2018 წელს 11 განაჩენი გამოიტანეს, აქედან რვა გამამტყუნებელი და სამი გამამართლებელი.