გაფრთხილებამ არ უშველა - ამოყირავებული ავტომობილის ინსტალაციასთან ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

14:32 05-15-2019
514

ქობულეთი - ბათუმის მაგისტრალზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სწორედ იმ ადგილზე მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების სიმბოლოდ, ამოყირავებული ავტომობილია დამონტაჟებული.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.