მიწა უცხოელ ინვესტორებზე უნდა გაიყიდოს - გიორგი ქობულია

14:25 05-15-2019
581

სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციას და სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელ ინვესრორებზე გასხვისებას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამ დარგის განვითარების ერთადერთ მართებულ გზად მიიჩნევს. 

ქობულიამ პარლამენტში განაცხადა, რომ ასიათასობით ჰექტარი აუთვისებელი მიწის ნაკვეთების პრივატიზება სოფლის მეურნეობის პოტენციალს გაზრდის. 

ყოფული მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის სასოფლო სამეურნეო სავარგულების გასხვისებაზე გაურკვეველი შეზღუდებია, რაც რეალურად მცდარი წარმოდგენებით არის ნაკარნახევი. 

„სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შესვლა და კომერციული მეურნეობის შექმნა სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზაა,- აცხადებს გიორგი ქობულია.