ქობულია - თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი უნდა გადაიხედოს

14:16 05-15-2019
4

ემონიმიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი გადასახედია და მოქმედი ხელისუფლება ექვსი წელია ამას გაურკვეველი მიზეზით არ აკეთებს. 

ქობულია ამ ნაბიჯს შეცდომას უწიდებს და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ამ მრავალმილიონიანი პროექტის ბედი გადაწყდეს, რადგან მასზე 200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. 


ეკონომიკის ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზამ შესაძლოა ამუშავების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. 
გიორგი ქობულიამ პარლამენტში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო კვანძზეც ისაუბრა და მისი მშენებლობის გაჭიანურებას ბუნდოვანი უწოდა. ქობულიას განცხადებით, ეს კვანძი ქვეყნის სატრანსპორტო-ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, შესაბამისად გაუგებარია რატომ არ სრულდება პროექტი, რომელზეც ასეულობით მილიონია დახარჯული.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. თანამდებობაზე მისი ყოფილი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა.