ნახეთ სიმღერის შესრულება, რომელმაც ქართველი მსმენელი აღაშფოთა, „ევროვიზიამ“ კი - მოიწონა

14:09 05-15-2019
37

საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე „ევროვიზიის“ ფინალისტი ვერ გახდა. თუმცა, ფინალში გადავიდა სან-მარინოს წარმომადგენელი.

სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს და შესრულებას ქართველი გულშემატკივრების დიდი კრიტიკა მოჰყვა. უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოთო ნემსაძის ფონზე ასეთი ნამღერით ფინალში მოხვედრა უსამართლობაა.

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალზე გუშინ იმღერა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა გააკრიტიკა ნიკა გვრამიამ.

„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს ეხმიანება ქართველი სოპრანო, თამარ ივერი.

„იმედია სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ, რომ იმ კონკურსზე უფრო „ზოგი ასე უბერავს“ სტილის სიმღერა უნდა წაიღოთ და ისიც ინგლისურ ენაზე!! არანაირი ცეცხლები, შავი ფერები და დრამატიზმი მეგობრებო,“ - წერს ოპერის მომღერალი.