ქართველმა წყვილმა სომხეთში ტაქსის მძღოლი, მანამდე კი პენსიონერი მოკლა - სომხური მედია

13:57 05-15-2019
11

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა გასული წლის 31 მაისს  ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე, რომელშიც ქართველი ცოლ-ქმარი ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქართველმა წყვილმა სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოდან არალეგალურად შეაღწია.

სომხეთის სასამართლო საქართველოს მოქალაქეებს გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცისა და 71 წლის პენსიონერის მკვლელობას ედავება.

„armnews“ -ის ინფორმაციით, ინციდენტი 31 მაისს მოხდა. პოლიციამ 26 წლის ჟორა მარტიროსიანი სევანის ტბასთან მანქანაში მოკლული იპოვა. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც გაირკვა, მარტიროსიანმა ტაქსით წაიყვანა საქართველოს სამი მოქალაქე. დაკავებულია მესამე პირიც. 

რაც შეეხება პენსიონერის მკვლელობას - შემთხვევა 2018 წლის 15 იანვარს მოხდა. წყვილებმა მოხუცი ჯერ გაძარცვეს, ოქრო და ვერცხლი წაართვეს შემდეგ კი მამაკაცმა ის გაგუდა.