რაში დახარჯეს ყველაზე მეტი თანხა ვიზიტორებმა საქართველოში

13:15 05-15-2019
30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 232.9 ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 228.9 ლარით განთავსება იკავებს, 165.2 ლარით კი მესამე ადგილზე გართობაა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით საყიდლებზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 117.3 ლარი; ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 66.9 ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე - 64.5 ლარი, ძვირფას ნივთებზე 0.7 ლარი; ყველა სხვა ხარჯი კი 13.2 ლარია.

2019 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.