დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% დაზიანებულია და უნდა მოიჭრას

12:36 05-15-2019

დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, ის დაავადება რომელიც ამ ფიჭვებს აქვთ, არის გადამდები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს.

„ეს დაავადება საქართველოში 90-იანი წლებიდან გავრცელდა და სამწუხაროდ, არასწორ პრეპარატებს იყენებდნენ. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ხდებოდა შეწამვლა. რაც ჩვენი ესპანელი პარტნიორების კვლევებით დაფიქსირდა და იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. 

უახლოეს დღეებში საქართველოსთვის უპრეცენდენტო შესყიდვებს ვიწყებთ, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში მთლიანად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს ფიტოსანიტარული ღონისძიებების კუთხით. მთელი თბილისის ურბანული გარემო უკვე დაყოფილია. მთავარია, ადგილებზე ფერომონები  განვათავსოთ. ყველა დაზიანებული ხე იჭრება და აქტიურად მიმდინარეობს დარგვის ღონისძიებები“,- განაცხადა მაია ბითაძემ.